Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№15/29 -01

24.05.2021

ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტის, თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 15 მარტის #4379/10 წერილის საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თავმჯდომარე;

ბ)ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

გ) ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე - კომისიის წევრი;

დ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ე) დავით მახვილაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

2. დაევალოს კომისიას, თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის  დეპარტამენტის 2021 წლის 15 მარტის #4379/10 წერილის გათვალისწინებით, კურსდამთავრებულ გიორგი ყველაშვილისათვის მინიჭებული აკადემიური ხარისხისა და სპეციალობის დაზუსტების მიზნით, ყველა გარემოების გამოკვლევა და შედეგების წერილობითი ფორმით წარმოდგენა.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი      პროფესორი          გიორგი ღაღანიძე